იმედი მაქვს, პრეზიდენტი ოდესმე თავის პოზიციას იტყვის. თუ კი პრეზიდენტი კიდევ ხედავს რესურსს და ჩათვლის, რომ უნდა გაგრძელდეს კონსულტაცია, ჩვენ ამ კონსულტაციაში მივიღებთ მონაწილეობას, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

ჩიხრაძის თქმით, მისთვის მოულოდნელობა იყო, როდესაც ხელის მოსაწერად მისვლამდე გაირკვა, რომ რაღაც შეთანხმება ვერ შედგა.

 უკვე გვიან, როცა მამუკამ კომენტარი გააკეთა, რომ ჩვენ მივდიოდით პრეზიდენტის სასახლეში დათქმულ დროს ხელმოსაწერად, ამის შემდეგ იყო გარკვეული კომუნიკაცია, რომ აი, რაღაც შეთანხმება ვერ შედგებოდა და ეს იყო ჩვენთვის "სიურპრიზი". 

იმედი მაქვს, პრეზიდენტი ოდესმე თავის პოზიციას იტყვის, მე არ ვიცი, მას რა გეგმა აქვს. თუ კი პრეზიდენტი კიდევ ხედავს რესურსს და ჩათვლის, რომ უნდა გაგრძელდეს კონსულტაცია, ჩვენ ამ კონსულტაციაში მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ, რომ ვთვლით, საკითხები გავლილია ბოლომდე, შეთანხმებულია და სურვილის შემთხვევაში, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.