"პირველების" წყაროს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე პოლიცია 28 წლის ბექა ჯაიანს ეძებს.

ჯაიანი "პირველების" წყაროს ინფორმაციით, "რატის ბარის" თანამშრომელია.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გახდა.

დიდ დიღომში, მკვლელობის ადგილზე მისული ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი "პირველებს" უდასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მკვლელობაში ბრალდებული იდენტიფიცირებული ჰყავს.

თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე დაახლოებით ერთი საათის წინ მოკლეს.

მსახიობის ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.