დამატებითი განმარტება მივიღეთ, რომ 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო აშშ-ის მთავრობის მხრიდან საქართველოს მთავრობისათვის, დაპაუზებულია. ეს ჩვენს ინსტიტუტს არ შეეხება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი  თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აშშ-ში ძალიან კარგად ესმით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას.

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის" სახელით, მსურს გაცნობოთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. დამატებითი განმარტება მივიღეთ, რომ 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო აშშ-ის  მთავრობის მხრიდან საქართველოს მთავრობისათვის დაპაუზებულია. ეს ჩვენს ინსტიტუტს არ შეეხება, რადგან აშშ-ში ძალიან კარგად ესმით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას, ამიტომ ისინი ეჭვქვეშ არ აყენებენ, როგორც საქართველოს, ისევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის შეუფერხებელ მუშაობას.

ამიტომ მიყვარს ეს ქვეყანა. 25 წელი ერთად ვაშენეთ არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის სეისმური ინფრასტრუქტურა და ზუსტად ვიცი, რომ ისინი საქართველოს არასდროს გასაჭირში არ მიატოვებენ", - წერს თეა გოდოლაძე.