რომ ვიაზროვნოთ პოლიტიკურად, ვიმოქმედოთ პოლიტიკურად, ერთგვარ მზაობას ვაცხადებთ, რომ პროცესების ფორმირებაში მივიღოთ უფრო მეტად აქტიური მონაწილეობა, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ ამით შეიძლება გამოიხატოს ფორმულა პოლიტიკურად მოქმედების.

"ჩვენ გამომდინარე ფორმულიდან, რომ ვიაზროვნოთ პოლიტიკურად, ვიმოქმედოთ პოლიტიკურად, ერთგვარ მზაობას ვაცხადებთ იმაზე, რომ არა მხოლოდ პროცესების შეფასებით, არა მხოლოდ პროცესებზე აზრის ფორმირებით, არამედ პროცესებში უშუალოდ თანამონაწილეობით და პროცესების ფორმირებაში მივიღოთ უფრო მეტად აქტიური მონაწილეობა. აი, მაშინ შეიძლება გამოვხატოთ ეს ფორმულა - ვიაზროვნოთ პოლიტიკურად, ვიმოქმედოთ პოლიტიკურად", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.