ვიწყებთ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ თამარ ონიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამართალწარმოების პირველი ნაბიჯი არის სწორედ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადების წარდგენა.

"ჩვენ ვიწყებთ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას. ამ სამართალწარმოების პირველი ნაბიჯი არის სწორედ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადების წარდგენა. ვითხოვთ გამოძიების შესახებ სრულ ინფორმაციას, დაზარალებული პირების ცნობებს.

ჩვენთვის მომართული აქვს 7 ადამიანს, რომელსაც სურს სამართალწარმოება ამ საქმეზე და შესაბამისად, ჩვენ ყველა ნაბიჯს თანმიმდევრულად გავყვებით", - განაცხადა თამარ ონიანმა.