სააკაშვილის საქმეზე პროკურატურა იმავენაირად ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის დაყენებას, როგორც იგივე პროკურორები ასამართლებდნენ ზვიად გამსახურდიას, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.

"ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ამის ნათელი მაგალითია რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც ე.წ. "პიჯაკების" საქმეზე 9 წელი მიუსაჯეს, რა თქმა უნდა, ეს იყო პოლიტიკური შეკვეთით.  

რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, ეს არის სამშობლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაბრუნების საქმე და აქ პროკურატურა იმავენაირად ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის დაყენებას, როგორც იგივე პროკურორები ასამართლებდნენ ზვიად გამსახურდიას", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.