ზოგადად, ნარკოკანონმდებლობა ავტორიტარული ტიპის რეჟიმებისთვის არის ძალიან სახიფათო კანონმდებლობა, - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მართული სასამართლოს პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა, ნარკოტიკული საშუალება პირად ნივთებში როგორ აღმოჩნდა.

"ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ რამდენიმე ადამიანს უცებ პირად ნივთებში აღმოაჩნდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. რანაირად აღმოჩნდა იქ და ასევე, სხვა მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს, მაგრამ მართული სასამართლოს პირობებში ის, რომ შენს ჯიბეში არის ნარკოტიკული საშუალება, ჩაგითვლიან, რომ გასაღება გინდოდა. ამას როგორ დაამტკიცებენ, მნიშვნელობა არ აქვს. მეორე საკითხია - შენს ორგანიზმში თუ აღმოჩნდა, ამის გამოც მკაცრად დაგსჯიან. თუ უარს განაცხადებ ნარკოშემოწმებაზე, დაგაჯარიმებენ. ზოგადად, ნარკოკანონმდებლობა ავტორიტარული ტიპის რეჟიმებისთვის არის ძალიან სახიფათო კანონმდებლობა", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

"ქართულმა ოცნებამ" ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.