გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი არასრულწლოვანი და ავტომობილის მძღოლია.

ადგილობრივების ინფორმაციით, გვიან ღამით "ჰონდას" მარკის ავტომანქანა, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილის მგზავრები ადგილობრივები იყვნენ.

ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადასვლა ორმა მგზავრმა მოახერხა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.