იმერეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მოქალაქეები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებას ეხება.

სამტრედიაში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი ლიდერები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ქუჩაში გამოვიდნენ. ისინი მოითხოვდნენ საკრებულოს სხდომას დასწრებოდნენ, თუმცა ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც. ქუთაისის მერიასთან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მოითხოვენ, საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.

დღეს, იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქციები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს წინ გაიმართება.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.