იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლევის სატყეო უბანზე, წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

ადგილობრივმა სამართალდამრღვევმა ოთხი კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.

მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში.