შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1958 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

დანაშაულები თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულ მ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული სამგზავრო ავტობუსის საბარგულში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოაჩინეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.