მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოზარდებს გზაზე ავტომანქანა დაეჯახათ. ერთ-ერთი, 15 წლის მოზარდი ადგილზე დაიღუპა. მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმე იყო და ვერც მისი გადარჩენა მოხერხდა.

თვითმხილველი "მთავარ არხთან" აცხადებს, რომ მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს. მოსახლეობა მის დასჯას ითხოვდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც.