აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებაში. მას შეუძლია დაგვეხმაროს რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის შეჩერებაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს, ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მას შეუძლია გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, ან, სამართლიანად რომ ვთქვათ, დაგვეხმაროს პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას უკვე ჰქონდა ტრამპთან რამდენიმე საუბარი.

"ვფიქრობ, ის ძლიერი და არაპროგნოზირებადია, ვისურვებდი, რომ ტრამპის არაპროგნოზირებადობამ შეაწუხოს რუსეთი. მე მჯერა, რომ მას ნამდვილად სურს ომის დასრულება. მჯერა, რომ ეს სიმართლეა“, - განაცხადა ზელენსკიმ.