მარნეულში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას ორმოში ორი ადამიანი ორმოში ჩავარდა.

მათგან ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ცნობილია, ორივე მათგანი ადგილზე დასაქმებულები იყვნენ.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.