ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

ორმა მოქალაქემ მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. კიდევ ორს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო პროფილის კლინიკაში გადაიყვანენ.