ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ბათუმელი მედროშე ციხეს მომდევნო კვირაში დატოვებს.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ჭავჭანიძე საპროცესო შეთანხმებას პროკურატურასთან ორშაბათს გააფორმებს.

ორშაბათს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება ასევე 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ერთ მონაწილეს ანტონ ვარდანიძეს.

ერთი წელი და ერთი თვე რეალური სასჯელი და ორი წელი პირობითი მსჯავრი - ეს არის შეთანხმების პირობები, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ.

ზურაბ ჭავჭანიძეს და ანტონ ვარდანიძეს  თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯა.