18:55 წუთზე მოვიდნენ სუსის გამომძიებლები და დამიბარეს გამოკითხვაზე დღეს, 19:00 საათზე, - ამის შესახებ ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, თანახმაა მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხოს.

"18:55 წუთზე მოვიდნენ სუსის გამომძიებლები და დამიბარეს გამოკითხვაზე დღეს, 19:00 საათზე. ვუთხარი, რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო. უბრალოდ შოკში ვარ", - წერს დავით ჯანდიერი. 

POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პენიტენციური სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსან გიორგი ქემოკლიძეს და ბიზნესმენს შორის შემდგარი გარიგების შუამავალი დავით ჯანდიერი იყო.