საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ ანრი კვარაცხელიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.

მან საბოლოო სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ ის დღეს ამაყია, რადგან ქვეყნის გვერდით იდგა.

"რა წლებიც არ უნდა მომისაჯოთ, მაგას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.  მე დღეს ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის გვერდით ვიდექი, ჩემი საქმე არის შეკერილი, ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო. მადლობა, რომ ჩემ გვერდით ხართ, დედიკოს მიმიხედეთ, როცა ჩამოვა, რადგან ემიგრანტი მყავს”, - განაცხადა კვარაცხელიამ. 

ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.