ჟურნალისტი ვახო სანაია თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა. მას პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას ედავებიან.

დღევანდელ პროცესს ვახო სანაია არ დასწრებია.

კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა  173-16 მუხლის დარღვევას ითვალისწინებს, რაც სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.