ჩემამდეც მოვიდნენ! მომაკითხეს "მილიციელებმა“, - ამის შესახებ "ფორმულას" ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის ამით არ შეშინდება.

"ჩემამდეც მოვიდნენ! მომაკითხეს „მილიციელებმა“. ჰგონიათ ან მე შემეშინდება, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, ან ჩემს რომელიმე მეგობარს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. რუსებო!“ - წერს ციცქიშვილი.

არსებული ინფორმაციით,  ჟურნალისტი ადმინისტრაციული წესით გზის გადაკეტვისთვის დააკავეს.