გორში 24 წლის მამაკაცმა ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი ყელის არეში დაზიანებები მიიყენა.

ცოლ-ქმარი კლინიკაში გადაიყვანეს და ექიმებმა მათი გადარჩენა შეძლეს.

ამ ეტაპზე არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ირკვევა, წყვილი ახალდაქორწინებულია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მძიმე გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.