სუსის ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების – „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება.

სუსის განცხადებით, შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება.