შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი: 1979 წელს დაბადებული ზ.ჯ., 1993 წელს დაბადებული ს.ხ. და 1968 წელს დაბადებული ნ.ა. სხვადასხვა დროს დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, 38 ვაზნა, მჭიდი და მცირეკალიბრიანი შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლს მე-3  ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.