თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ მის ცოლისძმას ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავასაც.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების 5 წლით აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. მასვე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა უსასყიდლოდ სხვადასხვა სახის ქონება. 

მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლეთა კოლეგიამ პაატა სილაგაძის თანათავმჯდომარეობით დაამტკიცა.