4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მზია ლომთათიძემ მიიღო. 

მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ, ირაკლი ჩხვირკია 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს თავისუფლების 7-7 წლით აღკვეთა აქვთ მისჯილი, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას კი 5-5 წლით.