მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ, - ამის შესახებ ციხიდან გავრცელებულ წერილში საბა სხვიტარიძე წერს.

"მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ.

პატიმარმა ვენები გადაიჭრა.

გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა.

პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები.

პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას!

ასევე სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან!

ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი", - წერს სხვიტარიძე.