შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით, 2009 წელს დაბადებული ა.მ. ფონიჭალაში დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ  ა.მ. ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდით ყიდდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის და 260-ე ტერცია მუხლის პირველი  ნაწილით მიმდინარეობს.