საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ცეცხლი ავტომობილიდან გაუხსნეს.

დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.