შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 3 პირი: 2004 წელს დაბადებული ც.ქ., 1985 წელს დაბადებული ა.ი. და 1983 წელს დაბადებული,  წარსულში ნასამართლევი დ.კ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულების ავტომობილების  და პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა  მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები.

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.