თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ორი მამაკაცი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაპირისპირება სამ მამაკაცს შორის სუფრასთან შელაპარაკების შემდეგ მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ორ თანასოფლელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 

ადგილობრივების თქმით, ადგილზე მისულებს ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი მამაკაცი დახვდათ. 

დაჭრილი მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავეს კი ამ დრომდე ეძებენ.