შინაგან საქმეთა სამინისტრომ "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც Front News-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

არსებული ინფორმაციით, "კავკასიის უნივერსიტეტში“ გამართულ Welcome Party-ზე, სავარაუდოდ, უცხო პირმა, სავარაუდოდ, ალკოჰოლურ სასმელში გაურკვეველი ნივთიერება ჩაყარა, რის შედეგადაც, სტუდენტები ინტოქსიკაციით კლინიკაში გადაიყვანეს.