თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა მანამდე სროლისა და ჩხუბის ხმა გაიგეს. ახალგაზრდა მამაკაცის  სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ორი, ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და იმყოფება პოლიციის განყოფილებაში.