შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა  და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ბრალდებულების დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ მიერ ჯგუფურად, უკანონოდ შეძენილი და შენახული სხვადასხვა მოდელის 4  ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 156 საბრძოლო ვაზნა და 5 მჭიდი.

პოლიციამ სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.