შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ხ. დააკავეს.

მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

დანაშაულები თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, კერძოდ: 4 ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, ავტომატი, მაყუჩი, 82 ვაზნა,  6 მჭიდი და  200 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება "ტროტილი".

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე  მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.