მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში შუახნის მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი დანით დაჭრა.

დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილი, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორეს კი - სტაბილურია.

შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.