ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. 

შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირები სასამართლომ 7-7 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.