"ავერსი" 30 წლის გახდა. ამჟამად „ავერსი“ მთელ სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და სტაბილური კომპანიაა.
"ავერსი" 30 წლის გახდა. ამჟამად „ავერსი“ მთელ სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და სტაბილური კომპანიაა.
1731605929
თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16-17 ნოემბერს შედარებით აგრილდება, გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით წვიმიანი და შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 ნოემბერს აცივდება და ზოგან მოთოვს.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს ზოგან წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს ზოგან წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 16-17 ნოემბერს ზოგან ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 16-17 ნოემბერს ზოგან თოვლი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
1731604790
მისივე თქმით, ხელისუფლების ქმედებები ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველასთვის ცნობილია."ევროპარლამენტარების პოზიცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით არის ძალიან ობიექტური და კრიტიკული. მთავარი გზავნილი, რაც ევროპარლამენტიდან მოდის არის ამ არჩევნების არაღიარების შესახებ. საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება ვერ შედგება, როგორც ლეგიტიმური ხელისუფლება, იმიტომ, რომ მათ მიტაცებული აქვთ ძალაუფლება, ეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ყველამ კარგად იცის. ამიტომ, ისინი მოექცევიან უპრეცედენტო წნეხის ქვეშ", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ძირითადი საკითხი არჩევნების საქმეს შეეხებოდა.
1731597625
ბილიკი ბააზოვის ქუჩას და თაბორის მთის ფერიცვალების მამათა მონასტერს აკავშირებს."აქედან დედაქალაქის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. აქ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, ფეხით გავლა შეუძლებელი იყო, იმდენად რთული ვითარება იყო. დღეს უკვე გაკეთებულია ეს საფეხმავლო ბილიკი, ასევე მოსასვენებელი გადმოსახედი სივრცე. ბილიკი განათებულია და აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით, ყველანაირად დაცულია. ჩვენ ახლა ერთად დავათვალიერეთ აქაურობა და ულამაზესია ჩვენი დედაქალაქი,თუნდაც აქედან როცა გადაიხედავ. ტურისტულადაც ძალიან საინტერესოა. ამ თვალსაზრისით, კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.პროექტის ფარგლებში მოეწყო ლითონის კონსტრუქციის კიბე, მოაჯირები და განათების სისტემა, ასევე დამონტაჟდა კამერები. თბილისის პანორამული ხედის უკეთ დასათვალიერებლად და მოსასვენებლად ადგილზე მოეწყო ტერასები საქანელა სკამებით.თაბორის მთის ფერიცვალების მამათა მონასტრის მიმდებარედ მოეწყო ღობეც. პროექტის ღირებულება ჯამში 1 388 000 ლარია.ტურისტული ბილიკის დათვალიერების შემდეგ, კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული ფირდოუსის ქუჩა დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო კომუნიკაციები, შეიცვალა გარე განათება და განახლდა ქვაფენილი.პროექტისთვის კრწანისის რაიონის გამგეობიდან დაახლოებით 380 000 ლარი გამოიყო.ადგილზე იმყოფებოდნენ კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები.
1731597486
"ზღვისუბნის დასახლებაში კიდევ ერთი მოსასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა. ამორტიზებული სკვერი ახალი ტიპის მრავალფუნქციური სივრცით ჩანაცვლდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზეა გათვლილი. მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.პროექტის ფარგლებში, 2 400 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდა: დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები, კალათბურთის მოედანი, ტენისის მაგიდა და ვიდეომონიტორინგის კამერები; მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები და სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებული კიბეები; დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტალის N24-25-26 კორპუსებთან მდებარე სკვერის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 793 000 ლარი დაიხარჯა.
1731597328
მისივე თქმით, თუ დადასტურდა, რომ მიმდინარეობდა მანიპულაციები, აუცილებელი იქნება ინდივიდუალური სანქციების დაწესება.“მე პირადად ვიყავი ლაგოდეხში, თელავში, თბილისში და ჩვენ ნამდვილად ვნახეთ გაყალბების ძალიან ბევრი შემთხვევა. მე ვნახე, რომ მარკირების სითხეს ან არ იყენებდნენ, ან მოჩვენებით იყენებდნენ, ასევე ვნახეთ ბიულეტენის ყუთში ჩაყრის შემთხვევები, ჩვენ ვნახეთ ძალადობა საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ხშირი შემთხვევები. მიმდინარეობდა ამომრჩევლების დაშინების კამპანია, ისევე, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვის ან ამომრჩეველზე ძალადობის ფაქტები და ამის შემდეგ, შეუძლებელია, ამ არჩევნებს რამენაირად ლეგიტიმური ვუწოდოთ. ამ ყველაფერზე ევროკავშირის ეფექტური პასუხი, შეიძლება იყოს, ორი მთავარი რამ - უპირველესყოვლისა, უნდა მოხდეს ამ არჩევნების საერთაშორისო გამოძიება და ყველაფრის გამოკვლევა, ვიცი, რომ ეუთო ატარებს თავის კვლევას, მაგრამ უფრო მეტია საჭირო და მეორე - თუ დავადგენთ, რომ მართლა მოხდა ეს მანიპულაციები და დადასტურდა ყველაფერი, აუცილებელია დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები, ასევე აუცილებელია დისკუსია საქართველოს მომავალთან დაკავშირებით”, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.
1731597066
მისივე თქმით, დაწყებულია კონკრეტული სახელების და გვარების სიების გამოვლენა.“ამ გაყალბებას ჰყავს კონკრეტული შემსრულებლები, არამარტო ინსტიტუტების, არამედ სახელების და გვარების დონეზე. ჩვენ დაწყებული გვაქვს, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც, კონკრეტული სახელების და გვარების სიების გამოვლენა, ვინ ზუსტად რა გააკეთა. გარდა ცესკოს სისტემისა, რა თქმა უნდა, მოსამართლეები, რომლებიც ასევე კრიმინალს ჩადიან, კალანდარიშვილი თავად გვთავაზობს თავს კრიმინალად. ეს მიმართულება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებლად ვიმუშავებთ ამაზე ჩვენს პარტნიორებთანაც. ამერიკის განცხადებების სანქციებშიც იყო საუბარი, რომ ერთ-ერთი ფოკუსი სანქციების, ეს არის სწორედ გამყალბებლები. ამიტომ, მე ამერიკელების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ ზუსტად რა ტიპის სანქციები რა და როდის იქნება, მაგრამ ეს მიმართულება სახელების და გვარების დონეზე არის”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
1731596555
მისივე თქმით, ქართული კომერციული ბანკები არნახულ მოგებას ნახულობენ.“მაშინ, როცა არსებობს ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის საფრთხე, დღეს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე გასცა 4,95 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი, რაც ისტორიული მაქსიმუმია.ამარაგებს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს იაფი ფულით, ე. წ. რეფინანსირების სესხებით, იქვეა სახელმწიფო ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთები, იქვეა საპენსიო ფონდის ფული.ქართული კომერციული ბანკები არნახულ მოგებას ნახულობენ. არც ევროპისა და არც რეგიონის არცერთ ქვეყანაში არ არის აქტივებთან შედარებით იმ ზომის მოგება, რაც საქართველოს საბანკო სისტემაშია.მომხმარებლებლებისთვის სესხზე პროცენტები არ მცირდება, ბანკები მდიდრდება”, - წერს რომან გოცირიძე.
1731596367
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ეცდება ბზარი გააჩინოს ოპოზიციაში, ვიღაც მოისყიდოს ან დააშანტაჟოს.“მე იმის ილუზია, რომ ხელისუფლება უკან დაიხევს არ მაქვს, ხელისუფლების გეგმა უკვე ყველასთვის გასაგებია. დაღლაზეა ყველაფერი, როდესაც შენი მოწინააღმდეგის დაღლაზე აკეთებ აქცენტებს, აქ გჭირდება დიდი ძალისხმევა და მობილიზება, ეს ხელისუფლება თვლის, რომ მათ აქვთ ეს რესურსი და სხვადასხვა ტექნოლოგიები იქნება ამ პროცესში გამოყენებული. სანამ სისტემა არის სტაბილური, რომელსაც ეყრდნობა ხელისუფლება, მას აქვს რაღაცის იმედი. ერთადერთი მიზეზით იყო კობახიძე ვიზიტით წასული, რომ დაემტკიცებინა, ვითომ, ამ ხელისუფლების გარდა, სხვა პოლიტიკური ძალა არ არსებობს ქვეყანაში და შეიძლება ცუდი ბიჭები ვართ, მაგრამ მაინც ჩვენთან უნდა ითანამშრომლოთო და ამ მიმართულებით გააგრძელებენ თავის ძალისხმევას. ასევე, “ქართული ოცნება” შეეცდება, რომ ოპოზიციაში შეიტანოს გარკვეული ბზარები, ეცდებიან, რომ ვიღაც მოისყიდონ, დააშანტაჟონ და სხვა. ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა და ოპოზიციას ძალიან სწორად ესმის ეს პრობლემა და სწორ ნაბიჯებს დგამს”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ცესკო თეთრიწყაროსა და გორის სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციოში ასაჩივრებს
1730788760
დევიდ კრამერი - არ მგონია, რომ საქართველოში ახლა ხელახალი არჩევნების ჩატარებას აზრი ჰქონდეს
1730489776
14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1731527131
"წულეისკირის თაღლითური დაჯგუფების წინააღმდეგ უკვე დაწყებულია ყველა საჭირო სამართლებრივი პროცედურა"
1730731149
მწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა
1730489004