92 წლის ასაკში ქართველი ისტორიკოსი და ნუმიზმატი თინათინ ქუთელია გარდაიცვალა.
ქუთელია მეუღლესთან, მეცნიერ იულონ გაგოშიძესთან, ერთად პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა.
92 წლის ასაკში ქართველი ისტორიკოსი და ნუმიზმატი თინათინ ქუთელია გარდაიცვალა.
ქუთელია მეუღლესთან, მეცნიერ იულონ გაგოშიძესთან, ერთად პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა.
1785254299
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს დაჰპირდა, რომ გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემის სანაცვლოდ, საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, შემდგომი რეალიზაციის მიზნით მობილურ ტელეფონებს შეიძენდა, ხოლო ტექნიკის გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავალს თანაბრად გაუნაწილებდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 45 360 ლარს.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
1785253654
"პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპს მივუსამძიმრე ლინდსი გრეჰემის გარდაცვალების გამო. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარი იყო.პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიები და რამდენიმე სხვა იდეა, რაც შეიძლება დაგვეხმაროს. ასევე ვისაუბრეთ დიპლომატიაზე - მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური პროცესი განახლდეს.ჩვენი გუნდები შემდგომი კომუნიკაციის დეტალებს შეათანხმებენ. მადლობელი ვარ აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერისთვის", - წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონს დღეს ეწვია. ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე მონაწილეობას მიიღებს სენატორ ლინდსი გრემთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში.დღესვე პრეზიდენტი 100-ვე ამერიკელ სენატორს შეხვდება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს განიხილავს.
1785251816
მოლაპარაკებებში უკრაინის ნომერ პირველი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა, მათ შორის რაკეტები Patriot-სთვის.ორი ქვეყნის ლიდერი განიხილავს სამშვიდობო პროცესს, დრონების შესახებ შეთანხმებას და უკრაინაში პატრიოტის (Patriot) საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების ლიცენზიას.დღესვე, მოგვიანებით, პრეზიდენტები დაესწრებიან სენატორ ლინდსი გრემის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას.ზელენსკი ასევე გეგმავს 100-ვე ამერიკელ სენატორთან შეხვედრას. ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი ისაუბრებს სენატორებთან, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტის თანაავტორები არიან.ტრამპი დღესვე მიიღებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, ზელენსკი ასევე შეხვდება ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს."ნომერ პირველი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური რაკეტები და ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობაა“, - განაცხადა დღეს დილით ზელენსკიმ.
1785250165
"პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობა მთავრობის თითოეულ წევრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერდა ჩვენს წამოწყებებს. განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და ერთგული სამსახურისთვის.ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და გისურვებთ წარმატებებს“, – აღნიშნულია თინათინ რუხაძის განცხადებაში, რომელსაც კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
1785248566
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 91.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს ბანკის დაფინანსება 66 მლნ. აშშ დოლარია.„მეტროპოლ ორთაჭალა“ თბილისის ისტორიულ უბანში, დიმიტრი გულიასა და ვახტანგ გორგასალის ქუჩებს შორის მდებარეობს და თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ორ 29 სართულიან შენობას გააერთიანებს. პროექტი 12,197 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შენდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართობი 117,550 კვ.მ-ია. კომპლექსში ჯამში 800 საცხოვრებელი ბინა განთავსდება.პროექტი საცხოვრებელ სივრცეებთან ერთად მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასაც მოიცავს.მცხოვრებლებისთვის მოეწყობა რეკრეაციული და გამწვანებული სივრცეები, საბავშვო და სპორტული მოედნები, პადელის მოედანი, ველო და სარბენი ბილიკები, მოსასვენებელი პავილიონები, ასევე სამდონიანი პარკინგი, საოფისე და კომერციული ფართები. კომპლექსში ხელმისაწვდომი იქნება 24/7 კონსიერჟის მომსახურება, დაცვა, საერთო სივრცეების მართვა და მოვლა, მებაღეობის და დასუფთავების სერვისები.მშენებლობა 2025 წლის იანვარში დაიწყო და მისი დასრულება 2028 წლის ივნისისთვის იგეგმება.„მეტროპოლ ორთაჭალა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც თანამედროვე ურბანულ გარემოს, ფუნქციურ ინფრასტრუქტურასა და გამორჩეულ მდებარეობას აერთიანებს. გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრთან სიახლოვეს კომფორტულ და სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს შესთავაზებდა როგორც ოჯახებს, ისე ინვესტორებს. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა კი შესაძლებლობას გვაძლევს, ეს პროექტი დაგეგმილი ხარისხითა და მასშტაბით განვახორციელოთ“, - აღნიშნავს დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორი, გიორგი მხეიძე.„საქართველოს ბანკი განაგრძობს იმ ბიზნესების მხარდაჭერას, რომლებიც ქალაქის ურბანულ განვითარებასა და თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნას უწყობენ ხელს. მოხარული ვართ, რომ „მეტროპოლ ორთაჭალის“ პროექტის ფინანსური პარტნიორები ვართ და მის განხორციელებაში აქტიურად ვმონაწილეობთ. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება და ერთობლივად კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ““, - აღნიშნავს ირაკლი კიკალიშვილი, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.ინფორმაციისთვის, კომპანია „მეტროპოლი“ 2022 წლიდან მომხმარებლებს საცხოვრებელ და საინვესტიციო უძრავი ქონების პროექტებს სთავაზობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში კომპანიამ უკვე განახორციელა და ასევე მშენებლობის პროცესშია: „მეტროპოლ ლისი“, „მეტროპოლ შინდისი“, „მეტროპოლ ბაგები“ და „მეტროპოლ ორთაჭალა“. სამომავლოდ კი კომპანია ახალ პროექტებს ნუცუბიძეზე, ჭავჭავაძეზე, აბაშიძეზე, ჭოველიძესა და დიღომში გეგმავს.
1785243575
ობლიგაციების საპროცენტო სარგებელმა აშშ დოლარის ობლიგაციებისთვის 7.50%, ხოლო ევროს ტრანშისთვის 6.50% შეადგინა.მოზიდული სახსრები არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისა და კომპანიის ახალი პროექტების დასაფინანსებლად იქნება მიმართული.აღნიშნული ემისიები ემპი დეველოპმენტის რიგით მეოთხე და მეხუთე განთავსებაა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე, რაც კომპანიის მხრიდან დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროების გამოყენებასა და კაპიტალის ბაზარზე აქტიურობას ადასტურებს.ემპი დეველოპმენტის ობლიგაციების ემისიები „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.„მოხარული ვართ, რომ ემპი დეველოპმენტმა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე კიდევ ორი წარმატებული ემისია განახორციელა. კომპანიის მიერ უკვე მეოთხე და მეხუთე ემისიების განხორციელება, ერთი მხრივ, კაპიტალის ბაზარზე მისი გამოცდილებისა და შესაძლებლობების, მეორე მხრივ კი ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ არსებული ნდობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. გალტ & თაგარტისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ წარმატებულ კომპანიებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში და მხარი დავუჭიროთ მათ განვითარების ახალ ეტაპებზე. გვჯერა, რომ მოზიდული რესურსი ემპი დეველოპმენტს შესაძლებლობას მისცემს, გააგრძელოს ახალი პროექტების განვითარება და კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი პოზიციები კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ კაპიტალის ბაზარზე ახალი ინსტრუმენტების დანერგვას. საგულისხმოა, რომ 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე, გალტ & თაგარტის მონაწილეობით განხორციელებული ემისიების ჯამურმა მოცულობამ თითქმის 3 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ჩვენი გუნდის აქტიურ როლს, ხოლო 2026 წელს გალტ & თაგარტი Global Finance-ის მიერ საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა”,- განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.„მოხარულები ვართ, რომ წელს კიდევ ერთხელ, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, წარმატებით განვახორციელეთ ობლიგაციების ემისია. გასული წლის ემისიისადმი ინვესტორების მაღალმა ინტერესმა და მისმა წარმატებამ შეგვაძლებინა, წელს ბაზრისთვის კიდევ უფრო მასშტაბური შეთავაზებით დავბრუნებულიყავით. შედეგად, მიმდინარე ჯამური 57 მილიონიანი პროსპექტის ფარგლებში 6.3 მლნ დოლარი და 5.3 მლნ ევროს ობლიგაციები გამოვუშვით. ემპი დეველოპმენტის გუნდის სახელით მადლობას ვუხდი გალტ ენდ თაგარტს, თიბისი კაპიტალს, და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას მხარდაჭერისთვის, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ემისიის წარმატებით განხორციელებაში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორების მხრიდან მიმდინარე ემისიის მიმართ ინტერესი მაღალია. ამასთან, სასიხარულოა, რომ ემისიაში მონაწილეობას იღებენ ჩვენი წინა გამოშვების ობლიგაციონერებიც, რაც კომპანიის მიმართ ნდობისა და ჩვენი განვითარების სტრატეგიისადმი დადებითი შეფასების კიდევ ერთი ნათელი დასტურია. ემპი დეველოპმენტი უკვე 14 წელია თანმიმდევრულად და სტაბილურად ვითარდება. გვჯერა, რომ სწორედ ეს თანმიმდევრულობა და მიღწეული შედეგები განაპირობებს ბაზრის მზარდ ნდობას ჩვენი კომპანიის მიმართ“, - განაცხადა ემპი დეველოპმენტის დირექტორმა, პაპუნა კაციტაძემ.„მინდა მივულოცო ემპი დეველოპმენტს 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციების წარმატებით განთავსება. აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეს ჩვენი რიგით მეორე წარმატებული თანამშრომლობაა. პროგრამით პირველად სარგებლობისას კომპანიამ სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა, რაც ახალი ემიტენტების კაპიტალის ბაზარზე შემოსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მოხარული ვარ, რომ კაპიტალის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიანი ინსტრუმენტი ხდება და სულ უფრო მეტი ქართული კომპანია განიხილავს მას, როგორც ზრდის შესაძლებლობას. კორპორაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორმა.„ემპი დეველოპმენტი“ კომერციული უძრავი ქონების მმართველი კომპანიაა, რომლის პორტფელი თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 18 სავაჭრო ობიექტს მოიცავს. კომპანია ხელს უწყობს საერთაშორისო ბრენდების ქართულ ბაზარზე შემოსვლას, რეგიონების ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
1785237435
მისივე თქმით, არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ამას არ აქვს."პირველი იქნება პოლიტიკური საბჭო, რომელმაც უნდა დაადგინოს წესი - როგორ უნდა ჩატარდეს ყრილობა და შემდეგ იქნება ყრილობა, რომელმაც უნდა აირჩიოს მმართველობითი ორგანო, რომელიც 6-თვიან გარდამავალ პერიოდში მოამზადებს პარტიას ძირეული რეფორმებისთვის, რომელიც დაანონსებულია პარტიაში.არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ამას ნამდვილად არ აქვს და არ ექნება. ნებისმიერ ადამიანს, ვისშიც ვნახავ, რომ მისთვის მთავარი მნიშვნელობა არის სისტემური ცვლილება და არა სახელის და გვარის, მას ექნება მხარდაჭერა და თუ ჩავთვლი, რომ ამ საკითხს რაღაც დონეზე მაინც ემუქრება საფრთხე, ცხადია, მე განვიხილავ ჩემი კანდიდატურის დაყენებას", - განაცხადა ანა წითლიძემ.
1785233721
მისივე თქმით, ამ ქვეყანაში მთავრობის გინება ყოველთვის იყო ჩვეულებრივი ამბავი და ამას ვერასდროს ვერ ჩაკლავენ."სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ხელშია და ამას ვერ მოკლავენ, შეუძლებელია. მე რომ ვიძახი ხოლმე, რომ საქართველო ვერ გახდება რუსეთი, ეგეც იგულისხმება.ამ ქვეყანაში მთავრობის გინება ყოველთვის იყო ჩვეულებრივი ამბავი და ამას ვერასდროს ვერ ჩაკლავენ, არ გახდება ეს ქვეყანა თურქმენეთი, აშხაბადი არ იქნება თბილისი, გამორიცხულია. ამ ბანერის გამო თუ დაიჭერენ, სხვა ბანერს გამოიტანენ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის საკრებულოსთან აქციის დროს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
"კახეთში, რუსმა ქალებმა ქართველების ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, ხმაურობენო"
1784449441
ადვოკატი - გიორგი ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული
1784471753
"სანამ იარაღს პირში არ ჩამჩრიდა, მანამდე ვერ მიმორჩილებდა და ასეთ მდგომარეობაში მაუპატიურებდა... მისმა ნათესავებმაც მისივე ჩარევით გამაუპატიურეს"
1784191546
ვერაზე სროლის შედეგად 17 და 18 წლის ბიჭები და შემთხვევით გამვლელი ქალია დაჭრილი
1784747067
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
1784657460