ახალი თეატრის ფასადიდან დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს.

აღნიშნულს ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერებისა და მსახიობების ხმაური და უკმაყოფილება მოჰყვა.

ჩამოხსნილი ბანერი მსახიობებმა შენობაზე ხელახლა გადმოფინეს.

როგორც ირკვევა, მიზეზი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ტელეგადაცემებია. მსახიობების განცხადებით, ადგილზე "რუსთავი 2"-ის, "იმედისა" და "პოსტივის" ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ.