ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები არიან. 

ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

არსებული ინფორმაციით, ისინი ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ არგვეთასთან დღეს მოხდა, სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა.