ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა. 2021 წლის 8 ოქტომბერს, დილით, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო.

ცხედრებს მაშველები ნანგრევებში რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

სახლის ჩამონგრევის მიზეზად სარდაფის გაფართოების მიზნით პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა დასახელდა.

საქმეზე ბრალდებულ სამ პირს სასამართლომ სამი და ოთხ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.