“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს.

მას კლინიკაში პირადი ექიმი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი მედიკოსები უმკურნალებენ.

პროცესში შესაძლოა, დისტანციურად უცხოეთში მყოფი ელენე ხოშტარიას ნდობით აღჭურვილი ექიმებიც ჩაერთონ.

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის დამძიმების შესახებ ინფორმაცია მისმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.