თუ მოქალაქეებს ტროტუარზე დგომის გამო დაიჭერენ, ეს იქნება კატასტროფა, - ამის შესახებ მამა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.

სასულიერო პირის თქმით, "ოცნების" ხელისუფლების დასასრული ახლოვდება და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს.

"ეგ შეუძლებელია, რომ მოხდეს და თუ მოხდება, ეს იქნება მათი კატასტროფა. კატასტროფას აკეთებენ, მათი აზროვნება არის მთლიანობაში კატასტროფა. თვითონ ტროტუარზე კი არა, ქუჩაში ვერ გამოდიან და იმალებიან, ხალხის ეშინიათ და ამიტომ შეიძლება, ათასი უბედურება გააკეთონ, მაგრამ ეს არის მათი ბოლო გაფართხალება და ეს ხალხი მათ დაამხობს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!", - აცხადებს მამა დოროთე ყურაშვილი.