თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა. მოქალაქეები თავდაპირველად მელიქიშვილზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ.

შაბათის მარში თბილისში დღეს მეექვსედ გაიმართა.

უწყვეტი პროტესტის 409-ე დღეს მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და აქციის ფარგლებში დაკავებული პატიმრები გათავისუფლდნენ. ასევე, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნივთიერებები გამოიყენა შსს-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ.