ფონიჭალაში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

დაღუპულია 30 წლამდე მამაკაცი.

მაშველები ამ დრომდე ნანგრევებში კიდევ ერთ ბავშვს ეძებენ.

3 წლის გოგონა მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს.

აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავდა ოთხი ადამიანი.