ჟურნალისტი ირაკლი წულაია დაიჭირეს სახლთან, იმედია, ზამთარში როგორც მოექცნენ და გაუერთიანეს ცხვირ-პირი უსამართლო ძალოვნებმა, იმავენაირად არ მოიქცევიან!, - ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი წულაიას ძმა გაბრიელ წულაია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ დაჭერებით კიდევ უფრო ცუდ შედეგებს მიიღებს ხელისუფლება. 

"ჩემი ალალი ძმა, ჟურნალისტი ირაკლი წულაია ახლა დაიჭირეს სახლთან, არასრულწლოვანი შვილი მიჰყავდა და ეზოში "ჩასაფრებულები“ იყვნენ ეტყობა, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის გამო დაიჭირეს! იმედია, ზამთარში როგორც მოექცნენ და გაუერთიანეს ცხვირ-პირი უსამართლო ძალოვნებმა, იმავენაირად არ მოიქცევიან!

4 ოქტომბრის ე.წ. “მშვიდობიანი დამხობის” მერე საერთოდ სურვილი არ მქონდა ქუჩაში გასვლის, მაგრამ „ოცნება“ მაიძულებს, რომ შევცვალო ჩემი ძმა და დღეიდან მეც აქციაზე ვიქნები, ამ დაჭერებით კიდევ უფრო ცუდ შედეგებს მიიღებთ!” - წერს გაბრიელ წულაია.