გლდანის რაიონის გამგეობა მეოთხე მიკრორაიონის N110–112 კორპუსების მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეთანხმებით, განხორციელდა უკანონო შემოღობვების და ავტოფარეხების დემონტაჟი, რის შემდეგაც  ტერიტორია დასუფთავდა და დაახლოებით 8 000 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა სამუშაოები დაიწყო.

ამ ეტაპზე, უკვე დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ეწყობა ველო და საფეხმავლო ბილიკები, ასევე, მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნესზონები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 173 333 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.