მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ, თუ ვინ არ წავა ამაზე, ყველა ვნახავთ, ვის უნდა და არ უნდა მშვიდობა, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა.

"ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში რომ დარბიან, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, რატომ დარბიან და რა უნდათ, მაგრამ ისე ყოფილიყოს, რომ ყველას ერთად ერთი დიდი ქართული საქმე გვეკეთებინოს.

ნურავინ დავიბრალებთ "ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, არაფერი იქნებოდა". საქართველოს ისტორია არც ახლა იწყება, არც 2003 წლიდან  და არც 2012-დან დაწყებულა. გვეყო, ერთმანეთი აღარ დავჭამოთ. რაღაც შეცდომებს გვპატიობს ქრისტე, ჩვენ ის მაინც გავაკეთოთ დავუძახოთ მაინც და დაველაპარაკოთ. მთავრობამ და ეკლესიამ ერთად დავუძახოთ. რამდენი წელია ვიძახით შევრიგდეთ, შევრიგდეთო და ხან ვინ გამოხტება და ხან ვინ. ერთმანეთს როგორ მიმართავენ ხომ?!

მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ, თუ ვინ არ წავა ამაზე, ყველა ვნახავთ, ვის უნდა და არ უნდა მშვიდობა. არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა სხვა არაფერი. საქართველოსთვის სიკეთე ვაკეთოთ და ამაში შევეჯიბროთ ერთმანეთს და არ ვიტრაბახოთ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.