სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ყოვლად უწმინდესი ბართლომე დაესწრება.

მსოფლიო პატრიარქმა წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.