ახალგაზრდა ქალი, რომელსაც კასპში ყოფილმა ქმარმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და შემდეგ მისი ცოცხლად დაწვა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ძალადობის მსხვერპლი ქალი თბილისში, დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა. ის შემთხვევიდან რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულად იყო.

მას სხეულის 45%-ის დამწვრობა ჰქონდა.

25 სექტემბერს კასპში მამაკაცმა ყოფილ ცოლს კისრისა და ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

დამნაშავე დაკავებულია და მას თავისუფლების 20 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.